თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს დილით კვლავ შეფერხდა

Construction News

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ერთ-ერთი შემადგენლობა, ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრებისგან დაცალეს და ჩიხში გადაიყვანეს, რის გამოც ბაქანზე ხალხმრავლობა იყო.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ შეფერხება ახალი შემადგენლობის მოსვლამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ ეტაპზე კი, მოძრაობა აღდგენილია.

მსგავსი შემთხვევა თბილისის მეტროპოლიტენში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა. ანალოგიური ფაქტი იგივე სადგურში გუშინაც დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები