თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურებოდა, რადგან მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო, მეტროს ერთი შემადგენლობა შეჩერდა.
ამ ეტაპისთვის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა და მეტრო მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
ამასთან, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.