თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევანი დააზიანეს, კერძოდ, დაზიანდა ბალერინების ქანდაკებები.
თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში შადრევნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.