თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

Construction News

საქართველოში საქმიანი ვიზიტით  ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის ვიცე-პრეზიდენტი, ჟერომ შარტიე იმყოფება.  თბილისის საკრებულოში ქართული და ფრანგული მხარეების შეხვედრაზე ყურადღება საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკის  მნიშვნელოვან პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია,  მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია და ნარჩენების მართვა დაასახელა.

ჟერომ შარტიემ ქართული მხარისთვის ფრანგული გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ადმინისტრაციის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები