თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.

“თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში” – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები