თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Construction News

თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს.

მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ, კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე  დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობასგულისხმობს.

კარლ ტესტენსენის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება თბილისის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ამ ულამაზესი ქალაქის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ყველასთვის კარგად ცნობილია თბილისის ტურისტული პოტენციალი და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, ქალაქის გარშემო არსებული ტყე, მისი ბუნებრივი გარემო უფრო მეტად გაუმჯობესდება და მას უფრო მიმზიდველად ვაქცევთ, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ასევე მისი სტუმრებისთვის“, – აღნიშნა GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სტატიები