თბილისის მერიამ 12 სახეობის ხე-მცენარის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ხე-მცენარეების ჩამონათვალს შორის არის: უნაყოფო თუთა, იაპონური სოფორა, ევროპული მუხა, ამბრის ხე, ირმის რქა, წითელი ნეკერჩხალი, მინდვრის ნეკერჩხალი, ჰიმალაის კედარი, წვრილფოთოლა იფანი, აღმოსავლური ჭადარი, მელიას ხე და იტალიური ფიჭვი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს, რაშიც ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვაც შედის. ხე-მცენარეების დარგვა წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იგეგმება.
1tv.ge