თბილისის მერიამ საზოგადოებას ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკების ესკიზები წარუდგინა

Construction News

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკების 14 ესკიზი წარუდგინა.

ორშაბათს გახდება ცნობილი,   თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება განთავსების ადგილს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სავარაუდოდ, განთავსდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება, ამაზე კომისიის მუშაობის შედეგებს ველოდებით.  ჰიპოპოტამ  “ბეგის”  სკულპტურა თბილისში უკვე მომდევნო წლის 13 ივნისს განთავსდება”, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.

მსგავსი სტატიები