თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

Construction News

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის, საპატრიარქოს ფონდის ,,გაამწვანე საქართველო’’ და თბილისის საკრებულოს ერთობლივი გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ჩაერთო და ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა – „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ  მუნიციპალიტეტს ჯამში დაახლოებით 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, გამწვანების ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური  კორპუსის, საპატრიარქოს  წარმომადგენლები,  სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ – ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები