3D პრინტერით სახლების ბეჭდვა უკვე რეალობაა

Modern Roofing

ჩინელმა არქიტექტორებმა სახლის მშენებლობის ახალ  გზას მიაკვლიეს. ისინი უზარმაზარი 3D პრინტერის გამოყენებით, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენებისგან შენობა-ნაგებობებს აგებენ. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, არქიტექტურული კომპანია Winsun-ი სახლებს იაფად აშენებს, თან გარემოს სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებისგან იცავს.

გიგანტური პრინტერის ზომა 150 х 10 х 6 მეტრია. მოწყობილობას დღეში 10-მდე სახლის დაბეჭდვა-აშენება შეუძლია, რომელთა თვითღირებულება არაუმეტეს 5 ათასი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი საბეჭდი მანქანა შენობის მხოლოდ გარეთა კონსტრუქციას აგებს, შიდა ნაწილი ხელით მუშავდება.

psdom.ru

მსგავსი სტატიები