თამარაშვილზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა

Construction News

თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა.

ადგილზე, თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად მივიდნენ.

პირველადი დათვალიერებით, რომელსაც ბუნებრივია შემდგომი კვლევა სჭირდება, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა, ჩვენი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, სავარაუდოდ ხე, რომელიც საკმაოდ ხნოვანია, დაახლოებით 60 წლის არის, წლების განმავლობაში მას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს უზიანდებოდა ფესვთა სისტემა და ის ემყარებოდა  ერთადერთ ცოცხალ ფესვს, რომლის ქვეშ მიწის გამოცლის შედეგად მოხდა ხის  ადგილიდან დაძვრა. ასევე, ხეს გულში  შეენიშნება ლპობის ნიშნები, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს მას უზიანდებოდა ფესვები”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი მანქანა დაზიანდა და ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

მსგავსი სტატიები