ზღვის უბანში მეწყერსაშიშ ზონაში გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები ჩატარდება

Construction News

თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს.

როგორც ტერიტორიის დათვალიერებისას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პრობლემის შესწავლა ხვალიდანვე დაიწყება.

„ეს კონკრეტული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა. გენგეგმაშიც მითითებულია, რომ ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, უკვე გაიცა დავალება, რომ ხვალიდან, ჩვენი სამსახურებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. როგორც იცით, აქვე მდებარე შეშელიძის ქუჩაზეც ბევრი სავაჭრო ობიექტია განთავსებული და აქ დასაქმებულთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, დაიწყება აუცილებელი გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც ჩატარდება სადრენაჟო და საექსკავაციო სამუშაოები.

მსგავსი სტატიები