ზუგდიდში ADB-ის დაფინანსებით წყალარინების გამწმენდი ნაგებობა შენდება

Construction News

სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტი ექსპლუატაციაში 2020 წლის ბოლოს შევა.

ობიეტის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება.

სამინისტროს ცნობით, ახალი გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის “ADB”-ის დაფინანსებით ხორციელდება, რაც ჯამში 33 მილიონ ლარს აღემატება.

მსგავსი სტატიები