ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

Construction News

ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია თამარ მეფის ქუჩის 2,3 კმ-იან მონაკვეთზე. პროექტის ღირებულება 5,373,373 ლარია. რეაბილიტაცია შეეხება თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთსაც, რომელზეც 2,344,332 ლარი დაიხარჯება. ორივე მონაკვეთზე სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება.

რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზის 2,5 კმ-იან მონაკვეთს, აღნიშნულ პროექტზე, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 5 015 400 ლარია და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდის ცხრა ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 59,3 მილიონი ლარია.

მსგავსი სტატიები