ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება

Construction News

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის აშენდება იგეგმება სამეგრელოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარტია “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

“აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში. რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. გპირდებით, სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სტატიები