ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Construction News

ზუგდიდში,  ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკისა და სპორტკომპლექსის მშენებლობაც იგეგმება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაციას, სარწყავი, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობას. რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ცნობისთვის – დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექსს, 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

მსგავსი სტატიები