ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

Construction News

ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადაზე ადრე დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.

ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 10,188,800 ლარია. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

მსგავსი სტატიები