ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება

Construction News

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ფონდ „ქართუს“გამგეობის თავმჯდომარემ  განაცხადა.

ნიკოლოზ ჩხეტიანი ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეკლესიის მშენებლობის პროექტს დღეს ადგილზე, მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, ეკლესიის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

ხობში მაია ცქიტიშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, სახლ-მუზეუმისა და ეკლესიის გარდა, ხიბულაში გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი და სკვერი მოეწყობა.

დარწმუნებული ვარ, ეს ობიექტი გახდება ძალიან საინტერესო ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვახორციელებთ გზების მოწყობის სამუშაოებს, ასევე წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების სამუშაოებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სტატიები