ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში ორი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა საწყობში მოხდა, სადაც ორ პირს რელსები დაეცა.
დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში, კლინიკა „ფერომედში“ და “ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.