ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

Construction News

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კუპატაშვილმა დაათვალიერეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა.

პროექტის ფარგლებში 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები აშენდება.

მსგავსი სტატიები