ვირჯინიაში ორ სამშენებლო პროექტზე $80 მილიონი დაიხარჯება

Construction News

აშშ-ში „ჰიპერ საკომუნიკაციო ცენტრის“ (PointOne) დეველოპერმა მრავალფუნქციური საკაბელო სადგურისა და მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

ორი სამშენებლო პროექტის ღირებულება $80 მილიონია. მშენებლობა ჩრდილოეთ ვირჯინიის სანაპიროზე მიმდინარეობს. საკაბელო სადგური და მონაცემთა ცენტრი 31,000 კვ. ფუტს დაიკავებს.

ვირჯინიის ეკონომიკური განვითარების აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ მორეტის განცხადებით, ორი სამშენებლო პროექტის განხორციელებით ვირჯინიის შტატი გახდება ტექნოლოგიების ცენტრი, რაც დადებითად იმოქმედებს შტატის ეკონომიკაზეც.

მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები