„ვირჯინიას თანამეგობრობის უნივერსიტეტმა“ სახელმწიფოსგან ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების ასაშენებლად $121 მილიონი მიიღო.
პროექტი მოიცავს, 6 სართულიანი კამპუსის მშენებლობას, რომელიც 168,000 კვ. ფუტს დაიკავებს. „Monroe Park Campus“ – ი მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყობა.
Worldconstructionnetwork-ის ინფორმაციით, კამპუსში 34 სასწავლო ლაბორატორია და სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი განთავსდება. გარდა ამისა, კამპუსში უზრუნველყოფილი იქნება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ოთახები.
მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.