ვილნიუსის სკვერი ივლისში გაიხსნება – პროექტის ბიუჯეტი 930,000 ლარია

Construction News

ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება.

განახლებულ სკვერში ამ ეტაპზე დეკორატიული შადრევნის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. უკვე დასრულებულია ლითონის პერგოლას მონტაჟი, რომელიც ხვიარა მცენარეებით გამწვანდება. ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას – დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის.

ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით, სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

აღნიშნული პროექტი, რომელიც მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად ლიეტუვურმა მხარემ გადასცა, გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 930,000 ლარია.

მსგავსი სტატიები