ვიეტნამმა წლის დასაწყისიდან $10 მილიარდი უცხოური ინვესტიცია მიიღო

Construction News

ვიეტნამმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციის სახით $10,8 მილიარდი მიიღო, რაც 86%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 2019 წლის იანვრიდან მარტამდე, ქვეყანაში ლიცენზია გაიცა 785 ახალ საინვესტიციო პროექტზე, რომელთა მოცულობა $3,82 მილიარდია.

tass.ru-ს ინფორმაციით, უცხოური ინვესტიციის 77,7% წილი ($8,4 მილიარდი) სამრეწველო ინდუსტრიაზე მოდის, $778,2 მილიონი ჩაიდო სამშენებლო სექტორში, ხოლო ინვესტიციის მოცულობით მესამე ადგილი დაიკავა სამეცნიერო-ტექნიკურმა სფერომ, რომელზეც $383,2 მილიონი მოდის.

ყველაზე მსხვილი დონორი, რომელმაც ვიეტნამში ინვესტიცია ჩადო ჰონგ-კონგია. მისი წილი 40%-ია ($4,4  მილიარდი). ჰონგ-კონგს მოსდევს ნისგაპური ($1,43 მილიარდი) და სამხრეთ კორეა ($1,3 მილიარდი).

მსგავსი სტატიები