„ვესთ ჩესტერის“ უნივერსიტეტში $130 მილიონი ღირებულების სამეცნიერო ცენტრი აშენდება

Construction News

პენსილვანიაში “ვესთ ჩესტერის“ უნივერსიტეტში (West Chester University) ახალი სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოებზე $130 მილიონი დაიხარჯება.

ახალი სამსართულიანი შენობა 176,000 კვ. ფუტს დაიკავებს. სამეცნიერო სივრცე განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის, ბიოსამედიცინო და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

Worldconstructionnetwork-ის ინფორმაციით, სამშენებლო პროექტისთვის $1 მილიონი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა Marc Duey-იმ გამოყო.

მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები