ვერეს ხეობაში სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის ფაქტს მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის

Construction News

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში სამშენებლო ნარჩენები ჩაყრის ფაქტს მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის.

მისი თქმით, მშენებლების მიერ გარემოს დაბინძურებაზე უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული.

„აქ ბევრი სამშენებლო ნაგავია, აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი. უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ასეთი მშენებლობების მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია, ეკოლოგიაზე ზრუნვა, მწვანე სივრცეების შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და არ მოხდეს დაბინძურება-დანაგვიანება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა მალე ახალ პროექტს „გაუფრთხილდი ქალაქს“ დაიწყებს.

ცნობისთვის, ვერეს ხეობაში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ფერდობების დასუფთავება მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები