ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

Construction News

თბილისში, ვერეს ხეობაში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.

„მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ფერდობები დაბინძურებულია. ამის შემდეგ გადავალთ უკვე ქალაქის შემოსავლელისა და გასასვლელის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა“, – განცხადა კახა კალაძემ სამუშაოების დათვალიერებისას.

დასუფთავების მასშტაბური აქცია ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.

მსგავსი სტატიები