ველობილიკზე პარკირებისთვის მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება

Construction News

ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, ავტომობილის ველობილიკზე გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

დეპუტატებმა, ასევე მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილის დაკავების შემთხვევაში  ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება თუ მისი სატრანსპორტო საშუალება გზაზე გაჩერდება ან იმოძრავებს  ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST” ნომრის გარეშე.​

მსგავსი სტატიები