ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მერია 12 მილიონს გამოყოფს

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდება.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, ორივე ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

მსგავსი სტატიები