ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Construction News

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

მსგავსი სტატიები