ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა ხვალიდან აღდგება

Construction News

ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღის ბოლომდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. პროექტზე 2,394,434 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები