ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია 2,400,000 ლარამდე დაჯდება

Construction News

თბილისში, ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დედაქალაქის მასშტაბით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღეს.  

„ჩვენ ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. თბილისის მასშტაბით, ყველა ხიდს კვლევები 2015 წელს ჩაუტარდა, რომლის მიხედვით, გარკვეული ხიდების რეაბილიტაციის საჭიროება განისაზღვრა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარამდეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, განახლდება ხიდის ბურჯები, განათებები, მოაჯირები და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მსგავსი სტატიები