ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

Construction News

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ახალი, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ დაათვალიერა.

“ვიზიტორებს უკვე ელოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი, სადაც ახალი ინტერაქციული სივრცე მოეწყო. მუზეუმში მისული ვიზიტორები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ დაცული ტერიტორიების შესახებ.

ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა არწივის ხეობის ბუნების ძეგლზე. მთლიანი პარკის ტერიტორიაზე კი, მიმდინარეობს დამატებითი სველი წერტილების მოწყობის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და სწორი მენეჯმენტის გამო, პრესტიჟული ჯილდო – ევროპული დიპლომი აქვს მინიჭებული”, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს 46 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები