ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება

Construction News

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის თქმით, პროექტში შეტანილი ცვლილების შედეგად, ათეულობით ხის მოჭრის საჭიროება აღარ დგას.

“ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს არის 36-მეტრიანი ლითონის ნაკეთობა, რომლის მონტაჟის შემდეგ გზის სავალი ნაწილის თავზე აღარ იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები საწარმოებელი, რაც ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობას მოხსნის“, – განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

პროექტის ღირებულება ჯამში 4,7 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება.

მსგავსი სტატიები