ვარკეთილში მოსახლეობა ავარიული კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვს

Construction News

თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-13 კორპუსის მცხოვრებლები ავარიული კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვენ.

მათი თქმით, კორპუსში ცხოვრება მაღალი საფრთხის შემცველია.

კორპუსის რეაბილიტაციაზე თბილისის ბიუჯეტიდან 1.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მერიამ რეაბილიტაცია საერთოდ შეაჩერა, რადგან აღდგენით სამუშაოებს აზრი აღარ აქვს.

„უხვი ნალექიც კი საშიშია ამ კორპუსისთვის, თითოეულ ოჯახს, სულ მცირე, ორი ბავშვი მაინც ჰყავს. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება და მერე ვის უნდა რამის გაკეთება? ჩვენ მხოლოდ კორპუსის გამაგრებას ვითხოვთ და არა კორპუსის ახლიდან აშენებას, რომ უსაფრთხოდ დაიძინოს ხალხმა”, – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

rustavi2.ge

მსგავსი სტატიები