ვაჟა-ფშაველას მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის 1,000,000 ლარზე მეტი დაიხარჯება

Construction News

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რაზეც 1,000,000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა.

მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მეტროს 50-ე შახტია, რომელიც მეტროს გამნიავებლის ფუნქციას ასრულებს. შახტის ადგილმდებარეობის გამო, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საგზაო საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 084 675,99 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები