“ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი” – მაია ცქიტიშვილი

Construction News

“ვანში გვაქვს  მსოფლიო დონის მუზეუმი,  ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისიტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ახლახანს  დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სამუზეუმო კომპლექსისთვის აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა, მცირე ბიბლიოთეკა, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია

დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად სხვადასხვა დროს აღმოჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური ნივთების ექსპოზიციის მოწყობა და ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს

პროექტში, დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ,  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა მუზეუმის აღჭურვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ საექსპოზიციო ნაწილი,  ძალიან მაღალი დონით არის აღჭურვილი საკვლევი აპარატურა, ასევე საცავები, რაც მისცემს საშუალებას ვანის მუზეუმს მოიზიდოს არა მხოლოდ მნახველი, არამედ მკვლევარიც” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ონშიც დაწყებულია ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც ასევე მსოფლიო დონის მუზეუმი იქნება.

იქაც მდიდარი კოლექციაა, დაახლოებით 14 ათასი ექსპონატია ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან. არის მდიდარი ეთნოკულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური კოლექცია.  ჩვენი პროექტები და  ჩვენი შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, რომ თავად  აღმოვაჩინოთ, თუ  რამდენი რამ გვქონია სანახავი და  მერე უკვე ჩვენ თვითონ ვიქცეთ უცხოელი ტურისტებისთვის  გიდებად” – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი სტატიები