ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

Construction News

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან მზად იქნება უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მის სტუმრებს. იმედია, პანდემიის შემდეგ ახალი ტურისტული დანიშნულება იქნება მაღალი ინტერესის სფერო, როგორც ქართველებისთვის, ისე იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც აქვთ საქართველოში ჩამოსვლის სურვლი და როგორც კი ივლისში ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ეროვნული მუზეუმის პერსონალიც ახალი ექსპოზიციით მზად დახვდება მნახველს”, – განაცხდა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ობიექტის მონახულებისას.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა, ასევე პროექტის მიხედვით მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი.

პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

ინფორმაციას “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს”

მსგავსი სტატიები