ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რამიშვილის N31-ში, ყიფშიძის N16-სა და ფალიაშვილის N32-ში ეზოების მოწესრიგება დაიგეგმა.
აღნიშნულ მისამართებზე ამჟამად, ბორდიური ეწყობა და გზის საფუძველი მზადდება. სამუშაოების ბოლო ეტაპზე კი, 1,000-მდე კვ.მ ფართობის ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება.
საგზაო პროექტი ასევე, ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტალში, ჟღენტის ქუჩის N2 გ-ს მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 1,480 კვ.მ ფართობზე დაიგება.