ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

Construction News

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-10 კორპუსთან დამცავი კედელი ეწყობა. მშენებლობის შედეგად, მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებლები კლდის ჩამოშლის საშიშროებისგან იქნებიან დაცული. პროექტის თანახმად, კედლის სიგრძე 43 მეტრს შეადგენს.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის მე-2 და მე-3 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტიპის ტრენაჟორები დამონტაჟდა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.

პროექტის ბოლო ეტაპზე, მოედანზე რბილი საფარიც დაიგება.

მსგავსი სტატიები