ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურა 80 მისამართზე განახლდა

Construction News

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ამხანაგობების ოფიციალური მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში 80 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.

ამხანაგობების მიერ, პრიორიტეტების, ასევე საჭიროების განსაზღვრის მიხედვით და ბიუჯეტის გათვალისწინებით,  მრავალბინიანი კორპუსების სახურავების განახლება 37 მისამართზე მოხდა; სართულშუა ნაპრალები ამოივსო ორ მისამართზე; წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე შესრულდა; ლიფტები განახლდა 14 მისამართზე. ასევე, სადარბაზოები 14 მისამართზე გარემონტდა;  საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა ოთხ მისამართზე განხორციელდა; წყნეთში კი ორი სახლის გამაგრების სამუშაოები შესრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1,014,100 ლარი დაიხარჯა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. ყოველი პროექტის დაფინანსებისას კი ამხანაგობების საერთო ანგარიშებზე შეტანილი თანხა – პროექტის ღირებულების 10% მათი საერთო ქონების განახლებას და გამწვანებას, ამხანაგობის სურვილის შესაბამისად მოხმარდება. 

მსგავსი სტატიები