ვაკის რაიონისთვის 75 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

Construction News

ვაკის რაიონში “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა მისამართზე 75 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები – წყალარინების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების განახლება, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები, საერთო სარგებლობის კიბეებისა და კარის შეკეთება.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 37 მისამართზე დასრულებულია.

მსგავსი სტატიები