ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება

Construction News

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა.

„ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვან სივრცეს პირველივე დღეებიდან იცავდა. მან მადლობა ასევე, გადაუხადა ინვესტორს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაცემული იყო სპეციალური ნებართვა, რომელიც უვადოა. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულის სიმაღლისაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები