ვაკის პარკში მშენებლობა თბილისის მოსახლეობისთვის მიუღებელია

Construction News

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და რიგითი მოქალაქეები თბილისის მერს, კახა კალაძეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავენ.

«ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის უამისოდაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სადავო ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებშია, წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მასში მშენებლობის დაშვება, ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო ინტერესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ხელახლა მისაღებად, ინვესტორის მოთხოვნაზე უარის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს საკითხი.

ვინაიდან, საჯარო განცხადებების თანახმად, თქვენ ეწინააღმდეგებით პარკში მშენებლობის წარმოებას, აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად შეჯერდეთ ხელახალი მშენებლობის ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტაციაზე და განსაზღვროთ სადავო ტერიტორიის ქალაქისათვის დაბრუნების სამართლებრივი ფორმა“, – ნათქვამია წერილში.

სრულად ღია წერილი იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სტატიები