ვაზისუბანში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

Construction News

ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სტადიონის მშენებელობა არ გადაწყდა და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე გაიცა სამშენებლო ნებართვა.

მათი განცხადებით, კორპუსის მშენებლობის შემთხვევაში აღარ ექნებათ ჰაერი, მზე და ეზო, ამიტომ ითხოვენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდეს სტადიონი და მოეწყოს რეკრეაციული ზონა.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები