ვაზისუბანში ახალი სკვერი მოეწყობა

Construction News

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში, II კვარტლის N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და
ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. 850 კვ.მ ფართობზე დაიდგმება
დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდება ლამპიონები და მოეწყობა დეკორატიული ღობე. სკვერში ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ისნის რაიონის გამგეობის
ბიუჯეტიდან 78,215 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები მომდევნო კვირაში
დაიწყება.

მსგავსი სტატიები