ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა – სტატისტიკა 2019

Construction News

2019 წელს, დასრულებული მშენებლობის ნახევარზე მეტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის, კერძოდ: 34.7% ქ. თბილისზე, 14.1% – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9.6% ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2508 ობიექტი, რამაც ჯამში 2547,9 ათასი კვ.მ ფართობი შეადგინა. აღნიშნული ობიექტების ფართობი, წინა წელთან შედარებით 21.8%-ით მეტია, ხოლო რაოდენობა 0.4%-ით ნაკლები.

ინფორმაციას, დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე “საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური” აქვეყნებს – geostat.ge

მსგავსი სტატიები