ექსპერტების ვარაუდით, ნოტრ-დამი ძველი სახით ვეღარ აღდგება

Construction News

ნოტრ-დამის ისტორიული ტაძრის ძველი სახით აღდგენა, შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს. ექსპერტების განცხადებით, საფრანგეთში აღარ არის დიდი ზომის ხეები, რომლებსაც ტაძრის მშენებლობისთვის გამოიყენებენ.

“Fondation du Patrimoine”-ის უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელის, ბერტრან დე ფეიდაუს თქმით, ტაძრის სახურავი ვეღარ აღდგება იმ სახით, როგორც ხანძრამდე იყო, რადგან საფრანგეთის ტერიტორიაზე აღარ ხარობს იმ ზომის ხეები, რომლებიც მე-12, მე-13 საუკუნეებში ნოტრ-დამის სახურავისთვის გამოიყენეს.

Dailymail-ის ინფორმაციით, ტაძრის სახურავი 1,300 მუხის ხისგან ააშენეს.

შეგახსენებთ რომ, ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს მოხდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა ტაძრის შპილი და ჩამოინგრა სახურავი.

მსგავსი სტატიები