ექსპერტების ვარაუდით, მაჩუ-პიქჩუსთან აეროპორტის მშენებლობა გარემოს დააზიანებს

Construction News

კოლუმბამდელი ამერიკის იმპერია ინკებში, მაჩუ-პიქჩუსთან, ახალი აეროპორტის მშენებლობა დაიწყო. ისტორიკოსები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები მშენებლობის დაწყებას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, მშენებლობა ისტორიულ ადგილს და გარემოს დააზიანებს.

ამ დროისთვის, მაჩუ-პიქჩუდან 36 მილის მოშორებით „Chinchero“ – ს ტერიტორია გაწმენდილია სამშენებლო სამუშაოებისთვის. ექსპერტების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული ძეგლია, შესაბამისად  მშენებლობის დაწყება ნიშნავს ისტორიული ლანდშაპტის განადგურებას.

ჯერჯერობით, 7,000 – მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე.

ამ დრომდე, ტურისტები მაჩუ-პიქჩუსთან მისასვლელად „Cusco“ – ს აეროპორტითა და „Inca“ – ს მატარებლით სარგებლობენ. ახალი „Chinchero“ – ს აეროპორტის მშენებლობა კი გააფართოებს საერთაშორისო ფრენებს ლათინური ამერიკიდან და აშშ-დან.

მაჩუ-პიქჩუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის და დღეში დაახლოებით 3,000 ტურისტი სტუმრობს.

მსგავსი სტატიები