ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ტალინის ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება.
აღნიშნული მწვანე სივრცის ტერიტორიაზე გასულ წელს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა ტაავი აასმა 1920-1921 წლებში მოქმედი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს.
სკვერი, ორივე მხარის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული დიზაინით გაფორმდება და საქართველოს სახელს დაუკავშირდება.